სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, პიროვნება

„სხვა სოფლიდან არ უნდა გვჭირდებოდეს პედაგოგების მოწვევა...“ - არმენაკ ფოლორჩიანი, კუმურდოს საჯარო სკოლის დირექტორი
08-05-2026
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, კუმურდოს საჯარო სკოლა ის ადილია, სადაც სწავლების მაღალი დონე და ადამიანური ღირებულებები თანაბრად ფასობს, ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სკოლა, რომელსაც არმენაკ ფოლორჩიანი 2016 წლიდან ხელმძღვანელობს, დღეს 250 მოსწავლისთვის მეორე სახლია.

დაბრუნება მშობლიურ კერასთან

თავად დირექტორისთვის კუმურდოს სკოლაში მოღვაწეობა მხოლოდ სამსახური კი არა, ასრულებული ოცნებაა - მიუხედავად იმისა, რომ სოფელი 5 წლის ასაკში დატოვა, ყოველთვის ჰქონდა სურვილი, დაბრუნებოდა ფესვებს და საკუთარი წვლილი შეეტანა მშობლიური კუთხის განვითარებაში.

„ჩემი მიზანი იყო, მიმეხედა სწავლის დონისთვის, რადგან მაშინ მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო. 2016 წლიდან დღემდე დაუღალავი შრომის შედეგად, ამ მიზანს მივაღწიეთ“, -  აღნიშნავს დირექტორი etaloni.ge-სთან საუბრისას.

პროფესიონალიზმი და შედეგები

სკოლის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი პედაგოგთა მაღალი კვალიფიკაციაა. კუმურდოს სკოლაში მასწავლებელთა 99% სერტიფიცირებულია, ზოგიერთ მათგანს კი გამოცდა ოთხ სხვადასხვა საგანშიც კი აქვს ჩაბარებული.

ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება მოსწავლეთა შედეგებზე: წელს სკოლას 19 კურსდამთავრებული ჰყავს. მათი 50% უკვე უმაღლესი განათლების მიღებას გეგმავს, დანარჩენი კურსდამთავრებულები სოფლის მეურნეობაში ჩაერთვებიან და ოჯახებს რეგიონისთვის მნიშვნელოვანი დარგის განვითარებაში დაეხმარებიან.

„ბოლო ზარი“ - თაობების შეხვედრის დღესასწაული

კუმურდოს სკოლას ერთი განსაკუთრებული ტრადიცია აქვს, რომელიც „ბოლო ზარს“ ნამდვილ დღესასწაულად აქცევს. წელს სკოლა 26-27 პირველკლასელს ელოდება. ტრადიციისამებრ, მე-12 კლასელები თავად ეპატიჟებიან პატარებს სკოლაში, რაც სიმბოლური გზავნილია - ცოდნის ესტაფეტის გადაცემა ერთი თაობიდან მეორეზე. ეს დღე მილოცვებით, ჟრიამულითა და დიდი ემოციებითაა სავსე.

ოქროს შუალედი: თავისუფლება და ურთიერთპატივისცემა

სკოლის მართვის მთავარი პრინციპი არმენაკ ფოლორჩიანისთვის მეგობრული და გულწრფელი დამოკიდებულებაა. მისი თქმით, სიმკაცრე არ არის შედეგის მომტანი - მთავარია, მოსწავლე თავს თავისუფლად გრძნობდეს.

„ჩემი დამოკიდებულება მოსწავლეებისადმი, პირველ რიგში, ადამიანური და მეგობრულია. ისინი ხედავენ ამას და არიან გახსნილები. შეუძლიათ შიშის გარეშე დააფიქსირონ საკუთარი აზრი, რაც ყოველთვის გათვალისწინებულია. მთავარია ვიპოვოთ ოქროს შუალედი და ზომიერება მეგობრობაში“, - ამბობს სკოლის ხელმძღვანელი და დასძენს, რომ ასეთი დამოკიდებულებით აშკარად მაღლდება სწავლის ხარისხი, არის ხათრის, პასუხისმგებლობის და „იმედების არგაცრუების“ ერთგვარი სინთეზი, ამიტომ ყველა ცდილობს, სკოლაში უსწავლელი არ მოვიდეს.

„ყოველთვის ვეუბნები ბავშვებს, რომ ისინი ჩვენი მომავალია, მათ უნდა შეგვცვალონ, დიდი სოფელია და სხვა სოფლიდან არ უნდა გვჭირდებოდეს პედაგოგების მოწვევა. მე დიდი სიამოვნებით დავუთმობ ადგილს ჩემს მოსწავლეს, ამას მთელი პასუხისმგებლობით და გულწრფელად გეუბნებით...

სოფელში არის იუსტიციის სახლი, ბაღი, სკოლა სადაც შეუძლიათ უმაღლეს დამთავრებულებს დაბრუნდნენ და დაიწყონ მუშაობა, ამიტომ მთავარი განათლებაა! განათლებული ხალხი სჭირდება სოფელს, რათა წელში უფრო გაიმართოს. განათლებული და მხარგაშლილი სოფელი კი ქვეყნის საყრდენია“, - აღნიშნავს დირექტორი, ჩვენ კი თამამად შეგვძლია ვთქვათ, რომ დღეს კუმურდოს საჯარო სკოლა არის ადგილი, სადაც ყოველ მოსწავლეს უხარია მისვლა, რადგან აქ განათლებაზე ზრუნვა საერთო საქმედაა ქცეული.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შედეგად შეიძლება ქულა მოგემატოთ, დაგაკლდეთ ან უცვლელი დარჩეს

სექტემბრიდან აგრარული მიმართულების პროგრამებზე პირველკურსელებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს

 

უფასოდ სწავლისთვის კრედიტების 100 პროცენტი დაგჭირდებათ - რომელ სტუდენტებს ეხება ახალი წესი

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

„ეს წარმატება მრავალწლიანი შრომის, მიზანდასახულობის, პასუხისმგებლობისა და ცოდნისადმი სიყვარულის შედეგია“

კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სასურველი შედეგები აჩვენეს და მაღალი ქულებიც დაიმსახურეს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება