| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარევანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ქართული ენის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან.
რაღა თქმა უნდა, სკოლაში მასშტაბურად, კვირეულით აღინიშნა ქართული ენის დღე.
სკოლაში კონსულტანტ მასწავლებელ ნინელი გოგოლაძის ხელმძღვანელობით, მრავალფეროვანი აქტივობები მოეწყო.
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული კი დაგვირგვინდა ღონისძიებით, რომელიც, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ნათლად ასახავდა ქართული ენის უდიდეს სიყვარულსა და პატივისცემას.
ასევე გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი. მოსწავლეებმა შექმნეს ლამაზი კალიგრაფიით გაფორმებული დიდი წიგნები. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთა ნამუშევრები შემდეგ გადაიგზავნა განათლების სამინისტროს მიერ მოწყობილ კალიგრაფიის კონკურსზე.
უმცროსკლასელებმა მოამზადეს ლექსები, სიმღერები, ცეკვები. უფროსკლასელებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და საინტერესო ვიდეორგოლი.
ღონისძიებები კი დაგვირგვინდა კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეებისთვის სიგელების გადაცემით.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა