| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებულია, მათი მიღწევები კი საამაყო.
სკოლა დათუნა ცენტერაძეს გვაცნობს, სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლესა და ფეხბურთის მომავალ ვარსკვლავს. პატარა ფეხბურთელი ასობით კილომეტრს გადის, რომ თავის გუნდთან ერთად ივარჯიშოს, შრომას კი ყოველთვის წარმატება მოჰყვება.
„ასობითობით კილომეტრით შორსაა დათუნა თავისი გუნდისგან, მაგრამ ის მაინც ახერხებს მათთან ერთად ვარჯიშს და წარმატებაც არ იგვიანებს. ის ერთ- ერთი გამორჩეული მოთამაშეა გუნდში“,- გვიყვებიან სკოლაში და გვიზიარებენ მისი გუნდის გავრცელებულ ინფორმაცია, რომელიც გვამცნობს, რომ ახლახან პატარა სპორტსმენმა სამი გოლი გაიტანა.
„მოგახსენებთ, რომ დღეს ქ. თელავში, გივი ჩოხელის სტადიონზე გაიმართა კახეთის ჩემპიონატის IV ტურის მატჩი დედოფლისწყაროს "შირაქსა" და ლაგოდეხის „ჰერეთს“ შორის. მატჩი „შირაქის“ გამარჯვებით 8:2 დამთავრდა გოლები: ე. ჯიბღაშვილი დ. ცენტერაძე ნ.გოგაშვილი ვულოცავთ ბიჭებს და ვუსურვებთ წარმატებას შემდეგ თამაშებში“.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა