| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ლამაზი ღონისძიება მოეწყო. პირველი კლასის მოსწავლეებმა, სომხური ენის მასწავლებლის - ლუსია უზუნიანის ხელმძღვანელობით, მშობლიური ანბანის შესწავლის დაგვირგვინება საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიება დატვირთული იყო მრავალფეროვანი ნომრებით, სადაც პატარებმა საზოგადოებას თავიანთი პირველი ნაბიჯები და წარმატებები გაუზიარეს. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა:
მასწავლებელმა, ლუსია უზუნიანმა, შეძლო მოსწავლეებისთვის არა მხოლოდ ცოდნა გადაეცა, არამედ მათში ენისადმი სიყვარული და შემოქმედებითი უნარებიც გაეღვიძებინა. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ბავშვების მოტივაციის ამაღლებას, თვითგამოხატვასა და სასკოლო ცხოვრების უფრო საინტერესო ფორმატში წარმართვას.
აღსანიშნავია, რომ სკოლა აქტიურად უჭერს მხარს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და მსგავსი კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობებით ამდიდრებს მათ სასწავლო გამოცდილებას.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა