| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სკოლა „ცოდნას“ მოსწავლეებმა ჩინური ენის კონკურსში ბრწყინვალედ იასპარეზეს.
ჩინურ ენაზე სიტყვით გამოსვლის კონკურსი - „მე და ჩინური ენა“ თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტში სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა.
კონკურსში მონაწილეობდნენ 1-ელი-მე-6 კლასების მოსწავლეები. მონაწილეებმა ჩინურ ენაზე წარმოადგინეს თავიანთი ცოდნა, უნარები და სიყვარული ენისა და კულტურის მიმართ.
კონკურსში ბრწყინვალედ წარდგნენ სკოლა „ცოდნას“ მოსწავლეები - ანასტასია მიქიაშვილი და მარიამ მიქიაშვილი.
IVა კლასის მოსწავლე ანასტასია მიქიაშვილმა II ადგილი დაიკავა, VIგ კლასის მოსწავლე მარიამ მიქიაშვილმა კი III ადგილი.
სკოლა „ცოდნაში“ ამაყობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვამაყობთ ჩვენი სკოლის მოსწავლეების წარმატებით, მოსწავლეებმა ღირსეულად წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შრომა და მონდომება წარმატების მთავარი საფუძველია, ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან მიღწევას!“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ მსგავსი კონკურსები ხელს უწყობს მრავალენოვანი უნარების განვითარებას, კულტურათაშორისი ურთიერთობების გაღრმავებასა და გლობალური ხედვის ჩამოყალიბებას.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა