| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლა აქტიურად თანამშრომლობს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლასთან. სკოლები ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში არაერთ საინტერესო ინიციატივას ახორციელებენ. ორ სკოლას შორის მეგობრობას ორი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი.
1 მაისს, შუასურების საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები ძმაგულის საჯარო სკოლას სტუმრობდნენ.
შეხვედრა წარიმართა საინტერესო ღონისძიების ფონზე. შეხვედრაზე მოვიდნენ პოეტები: ოტია ტრაპაიძე, რომელიც 8 პოეტური კრებულის ავტორია, პოეტი ალიოშა გორგილაძე ძმაგულიდან და პოეტი, მსახიობი და პედაგოგი სოფიო ღლონტი ბათუმიდან.
შეხვედრას ესწრებოდნენ მიწვეული სტუმრები, თემურ გიორგაძის სახელობის ლანჩხუთის მუზეუმის დირექტორი დარეჯან ბიწაძე, ჩოხატაურის და ხულოს მუნიციპალიტეტების რესურსცენტრების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.
ვიზიტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმი, ფრიდონ და ზაზა ხალვაშების ხელოვნების სივრცე, სელიმ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმი და სხალთის მონასტერი. აგრეთვე, მონაწილეებმა მოინახულეს მახუნცეთის ჩანჩქერი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა