სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, პიროვნება

„მოსწავლეები ჩემში რაღაცას უკეთესობისკენ ცვლიან“... - ოგანეს შორაღიანი, ლომატურცხის სკოლის დირექტორი
07-05-2026
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ლომატურცხში, იქ, სადაც ზამთარი მკაცრია, ადამიანური ურთიერთობები კი განსაკუთრებით თბილი, ერთი სომხურენოვანი საჯარო სკოლაა, სადაც ყველამ იცის, რომ განათლება მხოლოდ წიგნების კითხვასა და საგნობრივ ცოდნასთან არ არის დაკავშირებული, მთავარი „ჯადოსნობა“ ის მეგობრული ატმოსფეროა, რომელსაც უკვე 17 წელია სკოლის დირექტორი, ოგანეს შორაღიანი ქმნის.

ბატონი ოგანესისთვის სკოლა მხოლოდ სამსახური არ არის, ეს მისი ცხოვრების 30-წლიანი ისტორიაა. ჯერ კიდევ 1995 წლიდან, როცა მან ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა და მიხვდა, რომ საკუთარი ადგილი იპოვა.

„სკოლა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ვცდილობ, ისეთი გარემო შევქმნა, რომ ყველას უხაროდეს აქ მოსვლა - მოსწავლესაც და მასწავლებელსაც. ჩვენთან სრული დემოკრატიაა და ყველას აზრი თანაბრად მნიშვნელოვანია“.

დღესაც, მიუხედავად დირექტორის საპასუხისმგებლო პოზიციისა, ოგანეს შორაღიანი ფიზიკის კანონებს ასწავლის მოსწავლეებს, რადგან მიაჩნია, რომ ბავშვებთან უშუალო კავშირი მისი ენერგიის მთავარი წყაროა.

პატარა სკოლის დიდი წარმატება

ლომატურცხის სკოლაში სულ 43 მოსწავლეა. წელს პირველ კლასში სამ პატარას ელოდებიან. სოფელი პატარაა და მატების იმედი ნაკლებად აქვთ, თუმცა აქ ხარისხი რაოდენობაზე ბევრად მაღლა დგას. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ წლევანდელი 5 კურსდამთავრებულიდან 4 უმაღლესი განათლების მიღებას აპირებს: „ეს ჩემი ყველაზე დიდი სიამაყეა. დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანი ასახელებს ჩვენს სკოლას. როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“, - ამბობს დირექტორი.

სკოლა უკვე სამი წელია აქტიურად არის ჩართული ბილინგვური სწავლების პროგრამაში. აქ მომუშავე მასწავლებლები (წამყვანი და უფროსი პედაგოგები) ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა არაქართულენოვანმა მოსწავლეებმა მაქსიმალური ცოდნა და უნარები შეიძინონ.

„ისინი ჩემში რაღაცას უკეთესობისკენ ცვლიან“

როცა ბატონი ოგანესი თავის მოსწავლეებზე საუბრობს, მის ხმაში განსაკუთრებული სითბო იგრძნობა. მისთვის თითოეული ბავშვი ცალკეული სამყაროა, თავისი მიზნებითა და ხედვით.

„განსაკუთრებული სიყვარულით მიყვარს ჩემი მოსწავლეები. ყოველდღიურ ურთიერთობაში ვართ და მინდა, გითხრათ: ისინი ჩემში მუდმივად რაღაცას ცვლიან უკეთესობისკენ. სწორედ მათგან ვსწავლობთ ჩვენც, უფროსებიც“, - აცხადებს ლომატურცხის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი და დასძენს: „ჩემი დიდი სურვილია სამყაროში, ოჯახში და სახელმწიფოში მშვიდობა სუფევდეს. ეს აუცილებელია, რათა ახალგაზრდებმა თავისი მიზნებისკენ სვლა შეძლონ და ჩამოყალიბდნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება