| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლაში ზურაბ გორგილაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა მრავალფეროვანი და შინაარსით გამდიდრებული ღონისძიებები, რომლებმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართული სიტყვის სილამაზე და ძალა.
კვირეული დაიწყო ზურაბ გორგილაძის ბიოგრაფიის გაცნობით, რომელიც მოსწავლეებმა საინტერესოდ და თვალსაჩინოდ წარმოადგინეს სლაიდშოუს საშუალებით. მათ გააცოცხლეს პოეტის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები და შემოქმედებითი გზა.
მოსწავლეებმა განსაკუთრებული ემოციით წაიკითხეს გორგილაძის ლექსები, გააერთიანეს პოეზია და მუსიკა, რითაც შექმნეს თბილი და შთამბეჭდავი ატმოსფერო. ღონისძიება გამდიდრდა თეატრალური წარმოდგენით, სადაც ახალგაზრდებმა სცენაზე გადმოსცეს პოეტის სამყაროსთვის დამახასიათებელი სიღრმე და სიფაქიზე.
კვირეულის ფარგლებში გამოიცა კედლის გაზეთი, სადაც მოსწავლეებმა საკუთარი ხედვები და შთაბეჭდილებები გააერთიანეს, წარმოაჩინეს პოეტის შემოქმედებისადმი მათი დამოკიდებულება და სიყვარული.
ღონისძიებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმის მონახულება, რაც მოსწავლეთათვის განსაკუთრებულად შთამბეჭდავი და საინტერესო აღმოჩნდა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კვირეული გამოირჩეოდა მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, შემოქმედებითი მიდგომებითა და ქართული პოეზიისადმი გულწრფელი სიყვარულით.
„მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის გაცნობას და ახალგაზრდებში ლიტერატურისადმი ინტერესის გაღრმავებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა