სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თემატური პლაკატები და საინტერესო ნამუშევრები - დიდი არაქალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
06-05-2026
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, მე-6 კლასელებმა ქართულის, როგორც მეორე ენის შესწავლისას იმუშავეს საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე, რომლის თემაზე -  „წყალი - სიცოცხლის ძალა“. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დავალების მიზანი იყო მოსწავლეებში თემატური ლექსიკის განვითარება, წყლის მნიშვნელობის გააზრება და აზრის ქართულ ენაზე გადმოცემის უნარის გაძლიერება.

მოსწავლეებმა შექმნეს თემატური პლაკატები, სადაც ასახეს წყლის როლი ბუნებასა და ადამიანის ცხოვრებაში. მათ წარმოადგინეს ნამუშევრები, ისაუბრეს თავიანთ იდეებზე და აქტიურად იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში.

„აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა ენობრივი, შემოქმედებითი და პრეზენტაციული უნარების განვითარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.

სასწავლო პროცესი წარიმართა ორგანიზებულ და პოზიტიურ გარემოში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება