სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოსწავლეების წარმატება ჩემი მოტივაციის მთავარი წყაროა“- კირიხლოს საჯარო სკოლის დირექტორი მეხმან მუსაევი 
06-05-2026
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლა, რომლის დირექტორია მეხმან მუსაევი, დღეს 172 მოსწავლეს აერთიანებს. სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურ და ორგანიზებულ რეჟიმში მიმდინარეობს, ხოლო პედაგოგიური კოლექტივი მოსწავლეთა განვითარებაზე მაქსიმალურად არის ორიენტირებული.

როგორც სკოლის ხელმძღვანელი აღნიშნავს, წელს სკოლას 11 მეთორმეტეკლასელი ამთავრებს, მათგან 6 უკვე აქტიურად ემზადება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩასაბარებლად.

„ძალიან წარმატებული და ჭკვიანი ბავშვები არიან და ვიმედოვნებ, თითოეული მათგანი შეძლებს სასურველ ფაკულტეტზე ჩარიცხვას. როგორც იცით, სკოლა მცირეკონტიგენტიანია, ამიტომაც თითოეულ მოსწავლეს კარგად ვიცნობ და თითოულის წარმატება განსაკუთრებით მეამაყება. მათი წარმატება ერთგვარი მოტივაციის წყაროა, რომელიც მიბიძგებს, ყოველთვის შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთო“, - აღნიშნავს მეხმან მუსაევი.

ხელმძღვანელი ყურადღებას პედაგოგთა კვალიფიკაციაზეც ამახვილებს და გვეუბნება, რომ კირიხლოს საჯარო სკოლა დაკომპლექტებულია პროფესიონალი და გამოცდილი პედაგოგებით, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ მოსწავლეებს მაქსიმალური ცოდნა და უნარები მისცენ. სწავლების პროცესში აქტიურად ითვალისწინებენ მოსწავლეთა ინტერესებსაც, რაც გაკვეთილებს უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის და დადებითად აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზე.

დაწყებულია მზადება ახალი სასწავლო წლისთვისაც. როგორც დირექტორი გვეუბნება, პირველ კლასში ამ ეტაპზე 10 მოსწავლეა რეგისტრირებული, თუმცა ვარაუდობს, რომ  ეს რიცხვი სექტემბრამდე კიდევ გაიზრდება. პარალელურად, მიმდინარეობს მზადება მეთორმეტეკლასელების საზეიმო გაცილებისთვისაც, რომელიც წლის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ღონისძიებაა სკოლაში. 

სკოლის დირექტორი მეხმან მუსაევი მადლობას უხდის საგანმანათლებლო პლატფორმა „ეტალონს“, რომელიც მუდმივად ინტერესდება სკოლის საქმიანობით, მიღწევებით წარმატებით და მხარს უჭერს მის განვითარებას.

კირიხლოს საჯარო სკოლაში სწამთ, რომ სწავლა და მხარდაჭერა თითოეული მოსწავლის წარმატების საფუძველია და ამ გზაზე სასკოლო საზოგადოება ერთიანად აგრძელებს მუშაობას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება