სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის №35 საჯარო სკოლის მასწავლებელის, მარიამ კაპანაძის ინოვაციური სასწავლო რესურსი საერთაშორისო სასწავლო პლატფორმაზე გამოქვეყნდება 
06-05-2026
-
+


ქუთაისის №35 საჯარო სკოლა გამოირჩევა პროფესიონალი კვალიფიციური პედაგოგებით, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ როგორც თვითგანვითარებაზე ზრუნვით, ისე სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვაზე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ერთი -ერთი გამორჩეული თანამშრომელია მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგი მარიამ კაპანაძე, რომელმაც საერთაშორისო პლატფორმაზე წარადგინა ინოვაციური ნაშრომი „ხელოვნური ინტელექტი, როგორც შემოქმედების სარკე“.

„თანამედროვე განათლების სისტემაში, სადაც ციფრული ტექნოლოგიები სწრაფად იცვლება, მასწავლებლების წინაშე დგას გამოწვევა: როგორ აქციონ ინოვაციური ინსტრუმენტები არა მხოლოდ გართობის საშუალებად, არამედ ღრმა სწავლისა და კრიტიკული აზროვნების წყაროდ. ქუთაისის №35 საჯარო სკოლის პედაგოგმა, მარიამ კაპანაძემ, ამ მიმართულებით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

მისი ნაშრომი, რომელიც შეიქმნა ევროპული სასკოლო განათლების პლატფორმის (ESEP) კურსის - „კრეატიული საკლასო ოთახები ხელოვნური ინტელექტით: იმოქმედე პასუხისმგებლობით“ - ფარგლებში, ექსპერტთა შეფასების შედეგად შეირჩა და მალე ოფიციალურად გამოქვეყნდება პლატფორმაზე, როგორც რეკომენდებული სასწავლო რესურსი. ეს აღიარება ადასტურებს, რომ ქართველი პედაგოგების მიერ შემუშავებული მეთოდები სრულ თანხვედრაშია ევროპულ საგანმანათლებლო სტანდარტებთან“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

კულტურული მემკვიდრეობა და ციფრული მომავალი

მარიამ კაპანაძის ნაშრომი ინგლისური ენის შემსწავლელთათვის აღწერილობითი ენის სიზუსტის სწავლებას ისახავს მიზნად. ნაშრომის საფუძვლად დაედო სტრატეგია „იდეების მიქს-ლაბორატორია“ (Idea Mashup Lab), რომელიც ავტორმა ადაპტირებული სახით გარდაქმნა „კულტურული სიმბოლოების მიქსად“ (Cultural Symbol Mashup).

როგორ მუშაობს „კულტურული სიმბოლოების მიქსი“?

მეთოდიკა მარტივი, მაგრამ შედეგიანია: მოსწავლეები ირჩევენ ერთ ტრადიციულ ქართულ სიმბოლოს (მაგალითად, ჩოხას ან ქვევრს) და უხამებენ მას თანამედროვე ტექნოლოგიურ ფუნქციას (მაგალითად, კოსმოსურ მოგზაურობას ან ციფრულ თამაშებს).

ხელოვნური ინტელექტი აქ თამაშობს „ვიზუალური პროტოტიპირების“ როლს. მოსწავლეები იძულებულნი არიან, დაწერონ ზუსტი და დეტალური ინგლისური აღწერილობები, რათა ხელოვნურმა ინტელექტმა შეძლოს მათი ჩანაფიქრის სწორად გენერირება.

„როდესაც მოსწავლე ხედავს, რომ ფრაზა „ოქროს ქვევრი რაკეტის ფორმით“ რეალურად ქმნის გამოსახულებას, ენა ხდება ფუნქციური და ცოცხალი“, - აღნიშნავს მარიამ კაპანაძე.

AI, როგორც ლინგვისტური სარკე

მარიამის მიდგომის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ხელოვნური ინტელექტი არ არის „პასუხების მომწოდებელი“. პირიქით, ის მოქმედებს როგორც ლინგვისტური სიზუსტის სარკე. მოსწავლეები, რომლებიც თავდაპირველად მარტივი ფრაზებით იწყებენ, სწრაფად ხვდებიან, რომ სასურველი შედეგის მისაღებად საჭიროა ტექსტურის, განათებისა და ფორმის აღმწერი სპეციფიკური ლექსიკის გამოყენება.

ეს პროცესი გრამატიკის გაკვეთილს აქცევს მაღალი პასუხისმგებლობის დიზაინის ლაბორატორიად, სადაც საბოლოო პროდუქტი მოსწავლის შემოქმედების ვიზუალური წარმოდგენაა.

გზა ინოვაციური სწავლებისკენ

მარიამ კაპანაძის მიდგომა ადაპტირებადია ნებისმიერი საგნისთვის, იქნება ეს ისტორია, მეცნიერება თუ გეოგრაფია. ეს ინიციატივა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია პედაგოგს, ტექნოლოგიების გამოყენებით, გახადოს სასწავლო პროცესი უფრო მიმზიდველი, კრეატიული და შედეგიანი. მარიამის ნაშრომის გამოქვეყნება ESEP-ის პლატფორმაზე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართველი მასწავლებლების პოტენციალს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.

იხილეთ პედაგოგის ნაშრომი ინგლისურ ენაზე

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ეროვნული გამოცდები დასრულდა - NAEC-ის სტატისტიკა

„კვლევით, გამოწვევაა მასწავლებელთა ხანდაზმულობა“ - საქართველოს სკოლებში 17 ათასზე მეტი პენსიონერი ასწავლის

აბიტურიენტებისთვის კიდევ ერთი საგამოცდო ტესტი გამოქვეყნდა

ეროვნული გამოცდები დღეს სრულდება - რამდენი აბიტურიენტი არ მივიდა და როგორია სტატისტიკა

ახალი პროგრამა, რომელიც სკოლებში 2026-2027 სასწავლო წლიდან დაინერგება - დეტალები 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

 

 

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობა
 
თბილისის N141 საჯარო სკოლა ახალგაზრდა სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს
 
VII კლასელებმა ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ალავერდის ტაძარი და გრემის კომპლექსი მოინახულეს.
მომხსენებელმა ისაუბრა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ მნიშვნელობაზე
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება