სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით დედაქალაქს სტუმრობდნენ
06-05-2026
-
+


ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი, სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო. 

VIIIა კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი: ნაზი ბედიაშვილი) ხელოვნების სასწავლო პროექტის ფარგლებში (მასწავლებელი: გულნაზ კვინიკაძე) ძველი თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ ტურისტულ ზონას სტუმრობდნენ. 

მოსწავლეებმა დაათვალიერეს და გაეცნენ უნიკალურ არქიტექტურას, ქუჩის ხელოვნებასა და ისტორიულ გარემოს, რომელიც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს თითოეულ დამთვალიერებელზე.

ექსკურსია გაგრძელდა იმავე ისტორიულ კონტექსტში. მოსწავლეებმა მოინახულეს უდიდესი სულიერი და კულტურული მნიშვნელობის სიონის ტაძარი, სადაც პატივი მიაგეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას. შემდეგ ისინი ეწვივნენ ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმს, სადაც ახლოს გაეცნენ ქართველი მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებას.

შორაპნის საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი გულნაზ კვინიკაძე მოსწავლეებს საინტერესო ღონისძიებებით ყოველთვის ანებივრებს და მოსწავლეთა შემოქმედებით განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს. 

„როგორც ხელოვნების მასწავლებელს, ჩემი პირდაპირი მოვალეობაა მოსწავლეებს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა მივაწოდო, არამედ მათში გავაღვივო სილამაზის აღქმა, შემოქმედებითი აზროვნება და საკუთარი კულტურისადმი სიყვარული. ასეთი გასვლითი აქტივობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ეხმარება მოსწავლეებს, რეალურად შეიგრძნონ ხელოვნება და უკეთ გაიაზრონ მისი მნიშვნელობა.

დღე სავსე იყო შთაბეჭდილებებით, ახალი აღმოჩენებითა და პოზიტიური ემოციებით  მადლობა ყველას, ვინც დამეხმარა ექსკურსიის ორგანიზებაში“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება