| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნიკოლოზ ინაძემ, აკაკი თორაძემ და ალექსანდრე მელიქჯანიანმა კონკურსში „ედისონის ლიგა“ პირველი ადგილი მოიპოვეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს სკოლის მაღალი აკადემიური პოტენციალი.
„ედისონის ლიგა“ ერთ-ერთი გამორჩეული საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც უკვე მეცამეტე წელია ტარდება და მიზნად ისახავს მოსწავლეებში მეცნიერების, ინოვაციური აზროვნებისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას. კონკურსი თავისუფალი უნივერსიტეტი-ისა და აგრარული უნივერსიტეტი-ის ორგანიზებით იმართება და ყოველწლიურად აერთიანებს ტექნოლოგიებითა და მეცნიერებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს. შეჯიბრი ტრადიციულად კახა ბენდუქიძის კამპუსში გაიმართა.
კონკურსი გუნდურია და მონაწილეობენ X-XII კლასის მოსწავლეები. კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის სასწავლო გრანტი:
I ადგილი - ნიკოლოზ ინაძე, აკაკი თორაძე, ალექსანდრე მელიქჯანიანი - მათ გადაეცათ 15 000-ლარიანი სასწავლო ვაუჩერი
II ადგილი - დათო ლომიაშვილი, ნიკოლოზ მიკუჩაძე, ნიკა ხავთასი - მათ გადაეცათ 9 000-ლარიანი სასწავლო ვაუჩერი
III ადგილი - ნენე ზუბაშვილი, ნიკოლოზ აფხაზავა, ლუკა ძაგანია - მათ გადაეცათ 4 500-ლარიანი სასწავლო ვაუჩერი
სასწავლო ვაუჩერები თავისუფალ უნივერსიტეტში ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის, არქიტექტურის და შენობის სისტემების ინჟინერიის პროგრამებს და აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების სკოლის, ვეტერინარული მედიცინის სკოლის და საინჟინრო-ტექნოლოგიურ პროგრამებზე დააფინანსებს სწავლის საფასურს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა