სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნარჩენებიდან მოდამდე - კრეატიული აქტივობა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა-გიმნაზიაში
05-05-2026
-
+


ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა-გიმნაზიაში დედამიწის კვირეული განსაკუთრებულად კრეატიულ და შთამბეჭდავ ფორმატში აღინიშნა. საგანმანათლებლო სივრცეში ამჯერად ჩვეულებრივი ღონისძიების ნაცვლად გაიმართა უჩვეულო მოდების ჩვენება, რომელმაც როგორც მონაწილეების, ისე დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

იდეა, რომელიც ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად, სკოლის გუნდმა დიდი მონდომებით განახორციელა — მოსწავლეებმა მეორეული ნივთებისგან, როგორიცაა პლასტმასის ბოთლები, ერთჯერადი ჭურჭელი და პოლიეთილენის პარკები, საკუთარი ხელით შექმნეს სამოსი. თითოეული ნამუშევარი გამოირჩეოდა ინდივიდუალობით, კრეატიულობითა და გარემოზე ზრუნვის მკაფიო გზავნილით.

„ზუსტად ვიცით, ასეთი მოდების ჩვენება ნანახი არ გექნებათ. ბევრი ვიფიქრეთ, დედამიწის კვირეული როგორ გაგვეხადა უფრო საინტერესო და ერთი ძალიან კარგი იდეა დაგვებადა - მეორეული ნივთებისგან (ბოთლები, პლასტმასია ჭურჭელი, პოლიეთილენის პარკები) შეგვექმნა სამოსი... ბავშვებმა საკუთარი ხელით დაამზადეს ტანსაცმელი, მოირგეს და არაჩვეულებრივი წარდგენაც გაუკეთეს“, - აღნიშავენ სკოლის ადმინისტრაციაში და იმ ნომინაციებსაც გვთავაზობენ რომელშიც სხვადასხვა კლასებმა გაიმარჯვეს.

ნომინაციები გადანაწილდა:

ყველაზე კრეატიულები - IV კლასი

მეგობრული გუნდი მარჯვე ხელებით - V კლასი

დიზაინი ქართული მოტივებით - III კლასი

მინი-მოდის შედევრი - VI კლასი

გახდი გიმნაზიელი აქ ზრუნქვენ შენს წარმატებულ მომავალზე! - ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა-გიმნაზია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ განათლება მხოლოდ აკადემიური ცოდნის მიღებას არ გულისხმობს, ის ასევე გულისხმობს თანამედროვე გამოწვევებზე პასუხის გაცემას, ინოვაციურ აზროვნებასა და მომავალზე ზრუნვას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება