| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჭადრაკს დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით სწავლობენ. ახლახან კი ცოდნა და შესაძლებლობები მუნიციპალურ ტურნირზე წარმოაჩინეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჟორა მზარელუას სახელობის საჭადრაკო სკოლაში გაიმართა მესამე სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადა - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“, რომელშიც მონაწილეობდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რვა სკოლა.
მიუხედავად ძლიერ და გამოცდილ მეტოქეებთან დაძაბული შეხვედრებისა, კალისტრატე სალიას სახელობის ჯგალის თემის საჯარო სკოლამ ღირსეულად იასპარეზა და გუნდურ ჩათვლაში მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა.
„აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთმა ჩვენმა მოსწავლემ ითამაშა საქართველოს 8 წლამდე ჩემპიონთან ანდრია სარიასთან, რაც ტურნირს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენდა და გარკვეულწილად განსაზღვრა საბოლოო შედეგიც“, - გვეუნბენიან სკოლაში და დიდი მადლობას უხდიან ტურნირის ორგანიზატორებს, მუნიციპალიტეტს, სკოლის პედაგოგებსა და მშობლებს აქტიური მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის.
მოსწავლეთა ჭადრაკის მასწავლებელი მაია ყურუა გახლავთ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა