სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაჭედილის საჯარო სკოლაში დედაენის დღე მასშტაბურად აღინიშნა
04-05-2026
-
+


გიზო წულაიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილის საჯარო სკოლაში დედაენის დღე გამორჩეულად აღინიშნა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სასკოლო საზოგადოებაში ერთი კვირის განმავლობაში სუფევდა განსაკუთრებული შემოქმედებითი მუხტი - სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობდა. კვირეული, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული ენის სიწმინდის დაცვას, მისი ისტორიისა და მნიშვნელობის გააზრებას, მასშტაბური დასკვნითი ღონისძიებით დაგვირგვინდა.

მოსწავლეები მთელი კვირის განმავლობაში ჩართულნი იყვნენ მრავალფეროვან აქტივობებში:

გაცოცხლდა 1978 წლის 14 აპრილის ისტორიული მოვლენები;

ჩატარდა კონკურსი შემოქმედებით წერაში;

გამოიცა კედლის გაზეთი;

მოეწყო ხელოვნების ნიმუშების (ნახატების გამოფენა).

დასკვნითი დღე განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა. სკოლის სააქტო დარბაზში გამართულ დასკვნით ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს:

ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია: გაცოცხლდა 1978 წლის 14 აპრილის ისტორიული მოვლენები;

პრეზენტაციები: იაკობ გოგებაშვილისა და „დედაენის“ ფენომენის შესახებ.

„ენა ერის სულია. ჩვენი ვალია, არა მხოლოდ ვიამაყოთ ჩვენი დამწერლობით, არამედ ყოველდღიურად დავიცვათ მისი სიწმინდე და სილამაზე“,- აღინიშნა ღონისძიებაზე. 

ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექციამ კვირეულის განმავლობაში გამარჯვებული და აქტიური მოსწავლეები სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.

„მადლობას ვუხდით თითოეულ მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ამ ლამაზი და მნიშვნელოვანი კვირეულის ორგანიზებაში“,- აღნიშნევანე სკოლაში და ახარებთ სასკოლო საზოგადოებს ერთსულოვნება. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება