სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბანძის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე ეკოაქტივობებით აღნიშნეს
05-05-2026
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

რაღა თქმა უნდა, სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა დედამიწის დღე. 

მე-2 კლასის მოსწავლეები გლობალურ გარემოსდაცვით ღონისძიებას სხვადასხვა აქტივობით შეუერთდნენ. 

მოსწავლეთა ბუნებისმეტყველების გაკვეთილი განსაკუთრებულად წარიმართა. პატარები აქტიურად ჩაერთნენ გარემოზე ზრუნვის პროცესში და დაასუფთავეს როგორც სკოლის ეზო, ასევე მისი გარე პერიმეტრი.

მოსწავლეებმა შეგროვებული ნარჩენები ერთჯერად პარკებში მოათავსეს. სამუშაო პროცესში დაცული იყო უსაფრთხოების ყველა საჭირო ნორმა - ბავშვები აღჭურვილი იყვნენ ერთჯერადი ხელთათმანებითა და პირბადეებით.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში ეკოლოგიური პასუხისმგებლობის, ბუნების დაცვისა და სისუფთავის მნიშვნელობის გაცნობიერება.

„მსგავსი პრაქტიკული გაკვეთილები ბავშვებს არა მხოლოდ ცოდნას აძლევს, არამედ მათში სწორ ჩვევებსა და გარემოსდაცვით კულტურას აყალიბებს. დედამიწის მსოფლიო დღე კიდევ ერთხელ გახდა შესაძლებლობა, რომ ერთად ვიზრუნოთ ჩვენს გარემოზე და უკეთესი მომავლის შექმნაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება