სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები ფინანსური განათლების თემაზე დადგმულ სპექტაკლს დაესწრნენ 
05-05-2026
-
+


ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებულ და საინტერესო ღონისძიებაში ჩაერთნენ - ფინანსური განათლების თემაზე შექმნილ სპექტაკლში.

სპექტაკლის მთავარი მიზანი იყო ბავშვებისთვის მარტივად და გასაგებად აეხსნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ფულის მართვა, დაზოგვა, პასუხისმგებლიანი ხარჯვა და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ  II-VI კლასების მოსწავლეები, რაც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ ასაკში ყალიბდება სწორი დამოკიდებულება ფულისა და რესურსების მიმართ.

მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს:

  • ფინანსური აზროვნების განვითარებას;
  •  დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარის ჩამოყალიბებას;
  •  პასუხისმგებლობის გაზრდას;
  •  პრაქტიკული ცხოვრებისეული უნარების შეძენას.

„ფინანსური განათლება არ არის მხოლოდ თეორია - ეს არის ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი ნაწილი, რომელიც მომავალში ბავშვებს დაეხმარება სწორად დაგეგმონ საკუთარი რესურსები და იყვნენ წარმატებულნი“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან ღონისძიების ორგანიზატორებს საინტერესო და სასარგებლო გამოცდილებისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება