სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N141 სკოლის მე-7 კლასელთა კვლევითი უნარების, კრიტიკული აზროვნებისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებისკენ მიმართული გაკვეთილი 
05-05-2026
-
+


თბილისის N141 საჯარო სკოლის მე -7ა კლასის მოსწავლეები ჩართულნი არიან საერთაშორისო პროექტში - Blue Changemakers - Youth Power for Ocean Sustainability, რომელსაც ახორციელებს ამავე სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ლ. სართანია.

აღნიშნული პროექტის ერთ-ერთ აქტივობად მოიაზრებოდა და წარმატებით განხორციელდა სასწავლო-საგანმანათლებლო გაკვეთილი.

პროექტის ფარგლებში, გეოგრაფიის პედაგოგმა მ. წიკლაურმა მე-7ა კლასში ჩაატარა საინტერესო და ინფორმაციული გაკვეთილი, რომელიც დაეთმო ქალაქის მთავარი მდინარის - მტკვარის შესწავლას.

გაკვეთილის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს გადაუნაწილდათ დავალებები, რომელთა ფარგლებში მათ უნდა ჩაეტარებინათ მინი-კვლევა და მოეძიებინათ ინფორმაცია მდინარის სხვადასხვა მნიშვნელოვანი ასპექტის შესახებ - მისი გეოგრაფიული მდებარეობა, ეკოლოგიური მდგომარეობა, გამოყენება და მნიშვნელობა ქალაქის ცხოვრებაში.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა დავალებები წარმოადგინეს მაღალ დონეზე და აქტიურად ჩაერთნენ პროცესში. მათ უკეთ გაიცნეს საკუთარ ქალაქში არსებული უმთავრესი მდინარე, მისი როლი და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას თანამედროვე გარემოში.

„აქტივობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსწავლეთა კვლევითი უნარების, კრიტიკული აზროვნებისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის განვითარებას“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება