სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები“ - დიდი არაქალის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინტერაქტიული და შემოქმედებითი გაკვეთილი 
04-05-2026
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში მე-7 და მე-8 კლასებში ჩატარდა გეოგრაფიის გაკვეთილი თემაზე - „დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები“.

გაკვეთილს უძღვებოდა გეოგრაფიის მასწავლებელი არმინე გომციანი.

გაკვეთილი წარიმართა ინტერაქტიულ და შემოქმედებით ფორმატში. მოსწავლეებმა გააცოცხლეს დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქა და წარდგნენ ცნობილი მოგზაურებისა და აღმომჩენების როლში.

სასწავლო სივრცე გაფორმებული იყო თემატურად, რაც ქმნიდა შესაბამის გარემოსა და ემოციურ ფონს. მოსწავლეები საუბრობდნენ როგორც გეოგრაფები, წარმოადგენდნენ თავიანთ აღმოჩენებს და აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროცესში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გაკვეთილი გამოირჩეოდა განსაკუთრებული ორიგინალურობით.

მოსწავლეებმა ასევე მოამზადეს თემატური ვიდეომასალა, რაც კიდევ უფრო ამდიდრებდა წარმოდგენას და ზრდიდა ინტერესს.

„ჩატარებულმა აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა შემოქმედებითი, კვლევითი და კომუნიკაციური უნარების განვითარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ  გაკვეთილი წარიმართა მაღალ ორგანიზაციულ დონეზე და დამსწრე საზოგადოების მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2

 

 

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება