სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ფინანსური არჩევანი უსაფრთხო მომავლისკენ“ - სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა ფინანსურ განათლებას მიეძღვნა
04-05-2026
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში, მოქალაქეობის მასწავლებლის - ნათია სვიმონიშვილის ორგანიზებით, VII–XII კლასის მოსწავლეებისთვის განხორციელდა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო აქტივობა თემაზე - „ფინანსური არჩევანი უსაფრთხო მომავლისკენ“.

აღნიშნული აქტივობა უკავშირდება ფულის გლობალური კვირეულის Global Money Week-ის იდეას, რომლის აღნიშვნას საფუძველი 2012 წლიდან ჩაეყარა. ფულის გლობალური კვირეული ყოველწლიურად, გაზაფხულზე, მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში იმართება და მისი მთავარი მისიაა ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების ამაღლება და პოპულარიზება.

კვირეულის აღნიშვნას საქართველოს ეროვნული ბანკი და მასთან არსებული ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუ“ პარტნიორებთან ერთად უერთდება. მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები ახალგაზრდებში ფულთან დაკავშირებულ საკითხებზე ღია საუბარს, სწორი ინფორმაციის გაზიარებასა და ფინანსური განათლების მნიშვნელობის გააზრებას ემსახურება.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებში ფინანსური წიგნიერების ამაღლება, ფულის მართვის, დაზოგვის, ფინანსური გადაწყვეტილებების გააზრებულად მიღებისა და ფინანსური უსაფრთხოების მნიშვნელობის გააზრება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეებს გაეგოთ, როგორ დაიცვან თავი „ფიშინგისგან“, ფინანსური თაღლითობისგან და როგორ მოიქცნენ პასუხისმგებლიანად პირადი მონაცემებისა და ფინანსური ინფორმაციის გამოყენებისას.

1-ელ მაისს სკოლაში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ბანკის ადგილობრივი ფილიალის წარმომადგენლებთან. შეხვედრას უძღვებოდნენ: ხათუნა ხუციშვილი ბანკის თანამშრომელი, თიკო ალადაშვილი ბანკის თანამშრომელი და ალიკა გოგაშვილი ბანკის მენეჯერი. სტუმრებმა მოსწავლეებს საინტერესოდ გააცნეს ლარის ისტორია, ეროვნული ბანკის ფუნქციები, ფინანსური ტერმინები, ფულის სწორად მართვის მნიშვნელობა და უსაფრთხო ფინანსური ქცევის ძირითადი წესები.

შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში. მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიაში, სვამდნენ კითხვებს, მსჯელობდნენ რეალურ ცხოვრებისეულ მაგალითებზე, ჩაერთნენ ფინანსური ტერმინების გამოცნობასა და სახალისო ვიქტორინაში. აღნიშნულმა ფორმატმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა ინტერესის, ჩართულობისა და პრაქტიკული აზროვნების განვითარებას.

აქტივობის შედეგად მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრეს, რომ ფინანსური განათლება ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. მათ მიიღეს საჭირო ცოდნა ფულის გონივრულად გამოყენების, დაზოგვის, პირადი ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფინანსური საფრთხეების ამოცნობის შესახებ. ასევე, განუვითარდათ პასუხისმგებლიანი არჩევანის გაკეთების, კრიტიკული აზროვნების, კითხვების დასმისა და მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენების უნარები.

პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნა მოსწავლეებს დაეხმარება მომავალში უფრო ფრთხილად, გააზრებულად და უსაფრთხოდ მიიღონ ფინანსური გადაწყვეტილებები.

სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური, მადლობას უხდის მოქალაქეობის მასწავლებელს - ნათია სვიმონიშვილს, საქართველოს ბანკის წარმომადგენლებს და ყველა მონაწილე მოსწავლეს და მასწავლებელს აქტიური ჩართულობისთვის. მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას, პასუხისმგებლიანი მოქალაქეობრივი ქცევის ჩამოყალიბებას და მომავლისთვის საჭირო მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას.

„ვულოცავთ მოსწავლეებს წარმატებულ მონაწილეობას და ვუსურვებთ მათ გონივრულ, უსაფრთხო და წარმატებულ ფინანსურ მომავალს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება