| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე მასშტაბურად აღინიშნა. გაიმართა კვირეული, რომელმაც ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული არაერთი ღონისძიება გააერთიანა.
22 აპრილს, დედაენის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ღონისძიება - „დაიცავი დედა ენა“.
ღონისძიების ფარგლებში გამოიფინა საინტერესო ნამუშევრები. მესამე და მეოთხე კლასების მოსწავლეების და ხელოვნების მასწავლებლის - ნანა მუშკუდიანის მიერ შექმნილი კალიგრაფიული ნამუშევრები - საკუთარი სახელის და გვარის ინიციალები, ასევე მერვე და მეცხრე კლასელების მომზადებული პოსტერი, ასომთავრული ინიციალებითა და ნახატებით.
ღონისძიების მეორე ნაწილში, მოსწავლეებმა შეასრულეს ლექსები და სიმღერები დედაენის თემატიკაზე, ხოლო დასკვნით ნაწილში ჩატარდა გამოფენა. კლასებს ქართული ანბანიდან უნდა აერჩიათ ერთ- ერთი ასო-ბგერა, შეექმნათ ტორტი და შემოქმედებითად გაეფორმებინათ.
ტორტების ვიზუალური შეფასების შემდეგ, მოსწავლეებნა ტკბილეული დააგემოვნეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანია მნიშვნელოვანი მოვლენების აღნიშვნასთან ერთად, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარის განვითარება.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა