| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ქართველი ერის სინდისი“ - ამ სახელწოდებით და ამ დევიზით აღინიშნა 23 აპრილს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლაში ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილე.
თავდაპირველად მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად ნახეს მერაბ კოკოჩაშვილის ფილმი ივანე ჯავახიშვილზე. იმსჯელეს და საკუთარი აზრებიც დააფიქსირეს. მოიძიეს და დაამუშავეს ივანე ჯავახიშვილის ბიოგრაფიის ამსახველი მასალა და პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს მისი გამონათქვამები, წარმოადგინეს საინტერესო ფაქტები მეცნიერის ცხოვრებიდან, გამოფინეს პოსტერები, მხატვრულად წაიკითხეს ერის საამაყო შვილისადმი მიძღვნილი ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები.
ღონისძიების ბოლოს შეამოწმეს რამდენად ყურადღებით უსმენდა დამსწრე საზოგადოება. მათ დასვეს კითხვები ივანე ჯავახიშვილის ბიოგრაფიიდან, გამოიყენეს „შავი ყუთი“, მსმენელებს უნდა გამოეცნოთ რა იდო შავ ყუთში.
„ასეთ ადამიანებზე იდგა საქართველო“ - ამ სიტყვებით დაასრულეს მოსწავლეებმა ღონისძიება და პატივი მიაგეს სახელოვანი წინაპრის ხსოვნას.
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა