| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შპს N1 (გოქაძის) სკოლის მოსწავლეები - ილია მანდარია, მარიამ ხეცურიანი და ანადეა დეისაძე ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის „კონფუცის კლასის“ სტუდენტები არიან და ჩინურ ენას დიდი ენთუზიაზმით სწავლობენ.
სულ მალე კი ჩინეთში საერთაშორისო საგაზაფხულო ბანაკში გაემგზავრებიან. ვიზიტის მიზანია ჩინური ენის სწავლების განვითარება და კულტურული გაცვლის ხელშეწყობა.
საგაზაფხულო ბანაკი გაიმართება 15-21 მაისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის ავტონომიური რეგიონის ტერიტორიაზე.
პროგრამა განხორციელდება Xinjiang Medical University-თან თანამშრომლობით, სადაც მონაწილე სტუდენტები საგანმანათლებლო, კულტურულ და პრაქტიკულ აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას უნივერსიტეტის Xuelianshan-ის კამპუსში.
შპს N1 (გოქაძის) სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის European Central University „კონფუცის კლასის“ საერთაშორისო საგაზაფხულო ბანაკში მონაწილეობის მიღებას ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს — ილია მანდარიას, მარიამ ხეცურიანსა და ანადეა დეისაძეს!
გისურვებთ წარმატებებს, ახალ ცოდნას და დაუვიწყარ გამოცდილებას Xinjiang Uyghur Autonomous Region-ში!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა