| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლა ნაყოფიერად თანამშრომლობს ზესტაფონის ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან. ხშირად იგეგმება და ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც კონკრეტულ თარიღებს და მოვლენებს ეძღვნება.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ასეთი ნაყოფიერი ურთიერთობა პირდაპირ არის დაკავშირებული მოსწავლის სასკოლო ცხოვრების (და არა მარტო სასკოლო ცხოვრების) ხარისხთან და წარმატებასთან. მოიცავს სხვადასხვა კომპონენტს და მთლიანობაში ქმნის მნიშვნელოვან სოციალურ მოვლენას - ბავშვის ურთიერთობას ბიბლიოთეკასთან. ეს ურთიერთობა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ბიბლიოთეკის სივრცის გამოყენება, იგი ხელს უწყობს მოსწავლის წიგნით დაინტერესებას და რაც მნიშვნელოვანია, ხდება მოსწავლეთა სოციალური უნარების განვითარება.
ამ დღეებში, ზესტაფონის ცენტრალურ ბიბლიოთეკას ამჯერად სკოლის ქართული ენის კათედრა ეწვია. ქართული ენის პედაგოგმა, ნონა გელაშვილმა, მე-9ა კლასის მოსწავლეთა მონაწილეობთ დაგეგმა და განახორციელა ღონისძიება - „ო, ენავ, ჩემო“, რომელიც იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ გამოცემიდან 150 წლისთავს მიეძღვნა.
„ქართული ენა ჩვენი ეროვნული იდენტობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სწორედ ენა გვაკავშირებს ჩვენს ისტორიასთან, ტრადიციებთან და ერთმანეთთან. ენა არის ჩვენი ძალა, ჩვენი სახე და ჩვენი მომავალი“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ამ იდეებით იყო გაჯერებული ღონისძიება, რომელშიც მოსწავლეებმა ხალისით მიიღეს მონაწილეობა და რომელმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა