| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე გამორჩეულად აღინიშნა.
გაიმართა არაერთი ღონისძიება და მოსწავლეებს შეახსენა ენის როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
აღსანიშნავია კალიგრაფიის კონკურსი, რომელიც მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. მოსწავლეებმა მოხატეს და მოაჩუქურთმეს ქართული ანბანი და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.
შთამბეჭდავი იყო დედაენის დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ღონისძიება. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო პრეზენტაციით წარდგნენ - მიმოიხილეს 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები, ისაუბრეს ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, დამწერლობის უნიკალურობაზე და ქართველი ერის საამაყო ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე.
1978 წლის 14 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ათასობით ადამიანი გამოვიდა და წინ აღუდგა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს დაკარგავდა. საზოგადოების ერთიანმა პროტესტმა გადაარჩინა ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსი, რის გამოც ეს დღე განსაკუთრებული მნიშვნელობით აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა