| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სალომე ბოლქვაძე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის №1, აფნიისა და გოგაშენის საჯარო სკოლების ინგლისური ენის აქტიური და ინოვატორი მასწავლებელია, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით მონაწილეობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროცესებში.
იგი აქტიურად თანამშრომლობს ამერიკისა და ბრიტანეთის საელჩოების მიერ ინიცირებულ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებთან და ასევე ჩართულია მრავალ საერთაშორისო ინიციატივაში. სალომე ბოლქვაძე სასწავლო პროცესს გეგმავს თანამედროვე, ინოვაციური მეთოდებით და მრავალმხრივი აქტივობებით, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეთა აკადემიური შედეგების გაუმჯობესებას, კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციური უნარების განვითარებას.
საერთაშორისო პროექტების ფარგლებში იგი თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის - მათ შორის თურქეთის, უკრაინის, ევროპის ქვეყნების და ამერიკის - მასწავლებლებთან, რაც ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას და გლობალური საგანმანათლებლო პრაქტიკების დანერგვას საკუთარ სკოლებში.
მიმდინარე სასწავლო წელს სალომე ბოლქვაძე სრული დაფინანსებით იმყოფებოდა თურქეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდა იზმირის ეკონომიკის უნივერსიტეტში (Izmir University of Economics) და განხორციელდა ამერიკის რეგიონული ოფისის (RELO) მხარდაჭერით. კონფერენციაზე მან მონაწილეებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და ჩატარებული გაკვეთილების რეფლექსია.
ამასთანავე, იგი მონაწილეობდა Erasmus+ გაცვლით პროგრამაში ჩეხეთში პროექტში - „Spark the Classroom“, სადაც წარმატებით წარმოაჩინა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკა და პროფესიული კომპეტენციები.
სალომე ბოლქვაძემ წარმატებით გაიარა ამერიკული საგანმანათლებლო პროექტი TED-Ed, ასევე აქტიურად არის ჩართული ბრიტანეთის საბჭოსა და მასწავლებლის სახლის მიერ ინიცირებულ კვლევით პროექტში - „წაკითხულის გააზრების პრობლემები მოსწავლეებში“, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეთა ლიტერატურული და ანალიტიკური უნარების გაუმჯობესებას.
გარდა ამისა, მან წარმატებით დაასრულა Texas A&M University-ის მიერ ინიცირებული სასწავლო კურსი, რომლის ფარგლებში გაიარა ინგლისური ენის სწავლების საერთაშორისო მეთოდოლოგიის პროგრამა რის შემდგომ გახდა TESOL-ის სერტიფიცირებული მასწავლებელი. ეს სერტიფიკატი იძლევა ინგლისური ენის საერთაშორისო დონეზე სწავლების საშუალებას.
ასევე მას მიენიჭა GLOBAL School Advocate-ის სტატუსი, რაც წარმოადგენს მის აქტიურ ჩართულობას გლობალურ საგანმანათლებლო ინიციატივებში და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაში.
მისი მთავარი მიზანია მრავალფეროვანი და ინოვაციური სასწავლო აქტივობების დანერგვა, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და მათი აკადემიური უნარების მუდმივი გაუმჯობესება.
სალომე ბოლქვაძე საკუთარ პროფესიულ საქმიანობას ხედავს როგორც უწყვეტი განვითარების პროცესს, რომელიც ორიენტირებულია ხარისხიან განათლებასა და გლობალურ საგანმანათლებლო სტანდარტებთან შესაბამისობაზე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა