| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, „ბარამბოს“ შოკოლადის ქარხანას ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შოკოლადის საწარმო და ნახეს, თუ როგორ მზადდება მათთვის საყვარელი ტკბილეული.
ბავშვებისთვის შოკოლადის ქარხანაში სტუმრობა მეტად შთაბეჭდავი აღმოჩნდა.
„შეუძლებელია, სიტყვებით გადმოგცეთ ბავშვების ემოციები, როდესაც მათ შოკოლადის მდინარეები და კანფეტების მთები დაინახეს! ბავშვები თითქოს ზღაპრულ სამყაროში აღმოჩნდნენ და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ! ზოგიერთმა ისიც კი ინატრა, რომ გავიზრდებით, „ბარამბოში“ დავიწყებთ მუშაობასო. მათთვის ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი იყო!“,- გვიყვებიან სკოლაში.
წამოსვლისას, პატარებმა კომპანია „ბარამბოსგან“ უგემრიელესი ნუგბარი მიიღეს.
„მთელი გულით გვინდა უდიდესი მადლობა გადავუხადოთ კომპანია „ბარამბოს“ სტუმართმოყვარეობისთვის და საჩუქრებისთვის. ეს ტკბილი თავგადასავალია არასოდეს დაავიწყდებათ ამ პატარებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა