| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლობნის საჯარო სკოლაში დედაენის დღე გამორჩეულად, კვირეულით აღინიშნა.
გაიმართა არაერთი ღონისძიება და მოსწავლეებს შეახსენა ენის როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და მისი სიწმინდის დაცვის აუცილებლობა.
დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული კი დასკვნითი ღონისძიებით დაგვირგვინდა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის მნიშვნელობაზე, მის სიდიადეზე. მიმოიხილეს 1978წლის 14აპრილის მოვლენები და წარმოადგინეს არაერთი ლიტერატურული ნიმუში ამ დღესთან დაკავშირებით.
ღონისძიება გაფორმებული იყო მუსიკალური ნომრებით, რისთვისაც, სკოლაში მადლობას უხდიან პედაგოგ ია რუბენიას.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები - ეკა ხოშტარია, თამრიკო შათირიშვილი და მაყვალა ბაღათურია.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა