სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შპს N1 (გოქაძის) სკოლაში გვირილობის დღესასწაული შთამბეჭდავად აღინიშნა 
04-05-2026
-
+


შპს N1 (გოქაძის) სკოლაში გვირილობის დღესასწაული განსაკუთრებული სითბოთი და სიხარულით აღინიშნა.

სკოლის სივრცე გადაიქცა ნამდვილ პატარა ზღაპრად - სავსე თეთრ-ყვითელი ფერებით, ბავშვური ენერგიითა და სიყვარულით.

მოსწავლეებმა საკუთარი ძალებით მოაწყვეს გამოფენა-გაყიდვა და დიდი მონდომებით წარმოადგინეს ხელნაკეთი ნამუშევრები. თითოეულ დეტალში იგრძნობოდა მათი გულწრფელი შრომა და ფანტაზია.

დღე კიდევ უფრო გაალამაზა ბავშვების შესრულებულმა სიმღერებმა - სუფთა, ნათელმა ხმებმა და ემოციამ განსაკუთრებული განწყობა შექმნა და ყველას გულში სითბო დატოვა.

​გვირილობა გაზაფხულის, სითბოს და სიკეთის სიმბოლოა და პატარა გვირილებმაც სკოლაში დიდი სიხარული შექმნეს. 

„მადლობა ჩვენს საოცარ ბავშვებს, ერთგულ მასწავლებლებსა და მხარდამჭერ მშობლებს - ერთად შევქმენით დღე, რომელიც დიდხანს დარჩება ჩვენს მეხსიერებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა. 

Xა კლასის მოსწავლეებმა კი ამ ლამაზ დღესასწაულს ვიდეორგოლი მიუძღვნეს. „სიკეთით სავსე გულებით ჩვენ მოგიყვებით დაუვიწყარ ისტორიას გვირილობაზე“,- აღნიშნავენ მოსწავლეები და მოგვითხრობენ თუ როგორ იქცა სიკეთე უნივერსალურ ენად.

პროექტის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ტაბატაძე გახლავთ. 

VIIბ კლასის მოსწავლეებმა კი, ჩვენი საქართველოს პედაგოგ გიორგი ლეჟავას ხელმძღვანელობით, ​ქუთაისობის (გვირილობის) დღესასწაულთან დაკავშირებით, მოამზადეს ვიდეოპროექტი - „ქუთაისო, სავარდო და სამაისო“, სადაც გადმოცემულია ქალაქის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მნიშვნელოვანი მომენტები.

„დღეს ქუთაისობაა, დღეობა იმ ქალაქისა სადაც ყველაფერი იწყება და არასოდეს მთავრდება. ქუთაისის წილი ქართული კულტურის, სახელმწიფოებრიობისა და იდენტობის ჩამოყალიბებაში უმნიშველოვანესია!“,- გვეუბნებიან მოსწავლეები. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება