| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. მათი მხატვრული ნიჭსა და ესთეტიკური ხედვის განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებზე ისახება.
ამჟამად, ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები გამოფენილია ზუგდიდის მიხეილ /მაცი/ ხორავას სახელობის სამხატვრო გალერეაში.
გამოფენა აერთიანებს ბავშვების მრავალფეროვან ხედვას, ფანტაზიასა და შემოქმედებით შესაძლებლობებს. თითოეული ნამუშევარი ასახავს მათ ინდივიდუალურ სამყაროს, ემოციებსა და უნიკალურ სტილს.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება, ზუგდიდის მიხეილ (მაცი) ხორავას სამხატვრო გალერეას კი მასპინძლობისთვის მადლობას უხდიან.
„ვულოცავთ, ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს და მადლობას ვუხდით ხელოვნების მასწავლებელს ნინო ქირიას მხარდაჭერისა და შთაგონებისთვის.
განსაკუთრებული მადლობა ზუგდიდის მიხეილ (მაცი) ხორავას სამხატვრო გალერეას მასპინძლობისა და თანამშრომლობისთვის.
გისურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას და ახალ შემოქმედებით მიღწევებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა