| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ემოციებით აღინიშნა გვირილობის დღესასწაული. პედაგოგთა მონდომებითა და ორგანიზებით სკოლის ეზო და შენობა მოირთო ფერადი დეკორაციებითა და გვირილებით, რომლებიც სიმბოლურად ასახავდა სიკეთეს, სიწმინდესა და თანადგომას.
ჩატარდა მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ. წარმოადგინეს თემატური ნომრები, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრებით კიდევ უფრო გაალამაზეს ეს დღე.
სადღესასწაულო განწყობას განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა ბავშვების გულწრფელი ემოციები და მათი სურვილი, ერთმანეთისთვის სითბო და სიხარული გაეზიარებინათ. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია სიკეთის გაკეთება და ერთმანეთის მხარდაჭერა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამას გულით და სიყვარულით ვაკეთებთ.
გვირილობის დღე მხოლოდ ლამაზი ტრადიცია კი არა, დიდი მნიშვნელობის მატარებელი დღეა, რომელიც გვახსენებს, რომ თითოეული პატარა კეთილი საქმე დიდი ცვლილების დასაწყისი შეიძლება გახდეს. ეს დღე დიდხანს დარჩება როგორც ბავშვების, ისე პედაგოგებისა და მშობლების გულებში ნათელ და სასიამოვნო მოგონებად.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა