| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა სომეხი ხალხის გენოციდის ხსოვნის დღეს.
ღონისძიების სათაური იყო: „სიმართლე - დუმილის სიღრმიდან“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება ემსახურებოდა ისტორიული მეხსიერების გაცოცხლებას, ჰუმანიზმისა და მშვიდობის იდეების გააზრებასა და გაღრმავებას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმედისა და სულიერი აღორძინების გზავნილზე, სადაც თითოეული აზრი სიმბოლურად გამოხატავდა ფერფლიდან აღდგომასა და სიცოცხლის განახლებას.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატური მასალა, ისაუბრეს ისტორიულ მოვლენებზე, წაიკითხეს ლექსები და გააზიარეს საკუთარი შეხედულებები.
„ღონისძიება ასევე ატარებდა ღრმა სიმბოლურ შინაარსს - ხსოვნის პატივის მიგება აღიქმებოდა, როგორც სულიერი ძალა, რომელიც აცოცხლებს მათ, ვინც დუმილით ცდილობდნენ დაეფარათ. ჩვენი პასუხი ტრაგედიაზე არის შემოქმედება, ხოლო ჩვენი პასუხი დანაკარგზე - ერთგული და ურყევი იდენტობის შენარჩუნება“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ღონისძიება წარიმართა ემოციურ, ღირსეულ და შემოქმედებით გარემოში, რამაც ხელი შეუწყო საკითხის სიღრმისეულ გააზრებასა და მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა