| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედამიწა რომ, ჩვენი სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული შემოქმედებითი და საგანმანათლებლო აქტივობით აღინიშნა. მოსწავლეებმა შექმნეს თემატური პოსტერები, რომლებშიც თავიანთი ხედვა და ემოციები ასახეს.
„ვიზუალური ხელოვნება საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ ბავშვებმა გაიაზრონ გარემოსდაცვითი საკითხები. როდესაც მოსწავლე თავად ხატავს, ფერს არჩევს და სამოტივაციო ფრაზას წერს, ის უფრო მეტად გრძნობს პასუხისმგებლობას ბუნების წინაშე.
მიზანი იყო მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება.
გუნდური მუშაობისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
იმის გააზრება, რომ თითოეულ პატარა ნაბიჯს (ნარჩენების დახარისხება, ხის დარგვა, წყლის დაზოგვა) დიდი მნიშვნელობა აქვს პლანეტისთვის“,- ,- აღნიშნავენ სკოლაში და აქტივობების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
შედეგი შთამბეჭდავია - ფერადი, ემოციური და შთამაგონებელი პოსტერები, რომლებიც ახლა სკოლის კედლებს ამშვენებს.
„თუმცა, მთავარი შედეგი ბავშვების თვალებში დანახული სურვილია - იყვნენ დედამიწის ნამდვილი გულშემატკივრები და მცველები“, -აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან პატარებს ასეთი გულწრფელი ნამუშევრებისთვის.
აქტივობების ბოლოს მოსწავლეებს სკოლის დირექციისგან სერტიფიკატები გადაეცათ.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა