სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და პოეზიის პოპულარიზაციის წარმატებული მაგალითი - ხამისქურის საჯარო სკოლა საინტერესო ღონისძიებაში მონაწილეობდა 
01-05-2026
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის ხამისქურის საჯარო სკოლა კიდევ ერთხელ აღმოჩნდა საგანმანათლებლო თანამშრომლობის ცენტრში. სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები პროექტის -  „სკოლებს შორის თანამშრომლობა“,  ფარგლებში სტუმრად იმყოფებოდნენ ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის ქალაქ წალენჯიხის №4 საჯარო სკოლაში.

შეხვედრა, რომელიც პოეზიის პოპულარიზაციასა და თანამედროვე საზოგადოებაში მის როლს ეძღვნებოდა, უცხოური ენების კათედრის ინიციატივით გაიმართა. 

ხამისქურის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები აქტიურად ჩაერთვნენ ღონისძიებაში.

პროექტს ხელმძღვანელობდა მშვიდობის კორპუსის მოხალისე მასწავლებელი მარგარეტ კასიე, ასევე პედაგოგები - სალომე ზარქუა და მზია ჟვანია, უცხოური ენების კათედრის სხვა მასწავლებლებთან - მანელა ნაჭყებიასთამ, ეკა მებონიასთან და ლორენა კვარაცხელიასთან ერთად.

ღსანიშნავია, რომ მსგავსი თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს არა მხოლოდ ინგლისური ენის სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში, არამედ მოსწავლეთათვის მრავალფეროვანი, ინკლუზიური და მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნაში.

ხამისქურის საჯარო სკოლის დირექტორმა, მზია ჟვანიამ, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მასპინძელ სკოლას თბილი მიღებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის:

„უღრმესი მადლობა მასპინძლობისათვის წალენჯიხის მეოთხე სკოლას!

ჩართულობისათვის ხამისქურის საჯარო სკოლას!

ფატიმა ტყებუჩავა , მანელა ნაჭყებია, მარგარეტ კასიე მადლობა, ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე გეგმავ აქტივობებს! სალომე ზარქუა A big thank you!“,- აღნიშნავს დირექტორი. 

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება