| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, პედაგოგები მომავალ თაობას სამშობლოს ისტორიისა და სახელოვანი წინაპრების პატივისცემას ასწავლიან და მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ.
სწორედ საქართველოს სიყვარულს მიეძღვნა სკოლაში გამართული ღონისძიება, სადაც ქართულმა სულმა იზეიმა.
„ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა დღეს გვამოგზაურეს ისტორიულ წარსულში. წარსულში, სადაც ერთდროულად შეიძლება დაგეუფლოს, ტკივილი, სევდა, სიხარული და იმავდროულად, სიამაყის განცდა, განცდა იმისა,რომ ქართველი ხარ!
ეს ისტორია არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია რამდენიმე ადამიანის პირად თავგანწირვას მთელი ქვეყნის მომავალი შეცვალოს“,- გვეუბნებიან და დასძენენ, რომ ღონისძიების მიმდინარეობისას, ხშირად, ისმოდა ფრაზა - „მოვუაროთ საქართველოს“.
ღონისძიება ხაზი გაესვა, რომ საქართველოს „მოვლა“ მხოლოდ წარსულის პატივისცემა არ არის, ეს არის ყოველდღიური ზრუნვა მის მომავალზე და ეს არის ჩვენი, როგორც მოქალაქეების უპირველესი მოვალეობა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა