| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სპორტული ცხოვრება წახალისებულია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ახლახან, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს შორის გაიმართა ამხანაგური საფეხბურთო მატჩი.
ერთმანეთს ნინოწმინდის №4 და გორელოვკის №3 საჯარო სკოლების გუნდები შეეჯიბრნენ.
როგორც გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში გვეუბნებიან, მატჩმა სასიამოვნო და მეგობრული გარემო შექმნა, სადაც ბავშვებმა არა მხოლოდ სპორტული უნარები წარმოაჩინეს, არამედ გუნდური მუშაობისა და ერთმანეთის პატივისცემის მნიშვნელობაც კიდევ ერთხელ გაიაზრეს.
„თამაშის განმავლობაში მონაწილეები დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით ასპარეზობდნენ, რაც კიდევ უფრო ამაღლებდა შეჯიბრის ხიბლს. გულშემატკივართა მხარდაჭერამ კი განსაკუთრებული ენერგია შესძინა პატარა ფეხბურთელებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მოსწავლეებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას.
მოსწავლეთა სპორტის მასწავლებლები არიან გიორგი ტეტენაშვილი და ბადრი ჭელიძე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა