| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, სასწავლო პროექტი სახელწოდებით - „საქართველო ჩვენი სახლია“, რომელიც მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა.
პროექტს ხელმძღვანელობდა პედაგოგი თინათინ ლარცულიანი.
მოსწავლეებმა შეისწავლეს საქართველოს კუთხეები, მათი გეოგრაფიული მდებარეობა, დამახასიათებელი ბუნება და ეთნიკური მრავალფეროვნება.
შემდეგ კი მოამზადეს და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს ინდივიდუალური პრეზენტაციები, კედლის გაზეთები, საინფორმაციო სახის ბროშურები და საქართველოს რუკის ფაზლი.
პროექტში მონაწილეობდნენ მე-6, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეები, რომელთაც საკითხის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა