სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ძველი თბილისის სული და ფიროსმანის უკვდავი ფერები - საოცარი ღონისძიება რუსთავის N3 საჯარო სკოლაში
30-04-2026
-
+


ქალაქური მრავალფეროვნება, მეგობრობის განსაკუთრებული კოდექსი და ისტორიული მეხსიერება - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც მაყურებელმა რუსთავის N3 საჯარო სკოლის X და XI კლასის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილ საოცარ ღონისძიებაზე იხილა.

საღამო, რომელიც ძველი თბილისის ეშხსა და ნიკო ფიროსმანის შემოქმედებას მიეძღვნა, ისტორიის მასწავლებლის - ქეთევან სადაღაშვილის ორგანიზებით გაიმართა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება არ ყოფილა მხოლოდ სანახაობა, ეს იყო ერთგვარი მოგზაურობა დროში. მოსწავლეებმა გააცოცხლეს თბილისური ეზოების მრავალეთნიკური გარემო, სადაც სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციის თანაარსებობა ქალაქის მთავარ სიმდიდრეს წარმოადგენდა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ყარაჩოღლების ხასიათზე - მათ ვაჟკაცობაზე, ერთგულებასა და ღირსებაზე, რაც თბილისური ყოფის განუყოფელი ნაწილია.
მინი-სპექტაკლებისა და მუსიკალური ნომრების საშუალებით, მოსწავლეებმა წარმოაჩინეს „ფიროსმანული სამყარო“. ნიკალას შემოქმედება სცენაზე არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ ემოციურადაც გაცოცხლდა, რაც ხაზს უსვამდა გენიალური მხატვრის ტრაგიკულ, თუმცა ამავდროულად, სიყვარულით სავსე ცხოვრებას.

• მოსწავლეებმა გააკეთეს ეპოქის ანალიზი, რაც ხელს უწყობს ისტორიული აზროვნების განვითარებას;
• ძველი თბილისის ტრადიციებისა და საიათნოვას შემოქმედების გააზრებით, ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც კულტურათა გზაჯვარედინის როლს;
• ყარაჩოღლების „გვერდში დგომისა“ და მეგობრობის მაგალითების ჩვენება ხელს უწყობს მოსწავლეებში ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბებას;
• პროექტში ორგანულად იყო შერწყმული ისტორია, ლიტერატურა, ხელოვნება და მუსიკა, რაც ცოდნის ტრანსფერის საუკეთესო მაგალითია.

საღამოს კულმინაცია მოსწავლეების მიერ წაკითხული ლექსები იყო. საიათნოვას მუხამბაზები, ნიკალასადმი მიძღვნილი სტრიქონები და თბილისის სიყვარულით გაჟღენთილი პოეზია დარბაზში მყოფ თითოეულ სტუმარს დიდხანს გაჰყვება.

„ეს არ იყო მხოლოდ გაკვეთილი ფარგლებს გარეთ. ეს იყო მოსწავლეების მიერ დანახული და გათავისებული ისტორია, სადაც თითოეულმა მათგანმა საკუთარი წვლილი შეიტანა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაში“, - აღნიშნა ღონისძიების ორგანიზატორმა, ქეთევან სადაღაშვილმა.

ღონისძიება დასრულდა მუსიკალური ჰანგებით, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ თბილისის ეშხი და ფიროსმანის ფერები ჟამთასვლას არ ექვემდებარება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება