| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთ წარმატებას მიაღწიეს შემოქმედებით ასპარეზზე - მათ მონაწილეობა მიიღეს ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეის მიერ ორგანიზებულ მასშტაბურ გამოფენაში, სახელწოდებით „ბუნება და ძეგლი“. პროექტი მიზნად ისახავდა მოზარდებში გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობისადმი სიყვარულის გაღვივებას.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები გამოირჩეოდა ორიგინალურობითა და ემოციური სიღრმით. მოსწავლეებმა ფერებში გადმოსცეს ბუნებისა და ისტორიული ძეგლების ჰარმონიული კავშირი, რამაც ჟიურის მოწონება დაიმსახურა.
მონაწილეები საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ დიპლომებით, ეს აღიარება კი მნიშვნელოვანი სტიმულია თითოეული მათგანისთვის.
აქტივობა სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის, მარინა ტომასოვას ინიციატივითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა. მისი ძალისხმევით, მოსწავლეებს მიეცათ საშუალება, გასცდენოდნენ სასკოლო გარემოს და საკუთარი შემოქმედება ფართო საზოგადოებისთვის გაეცნოთ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა