| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N37 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა.
საზეიმო ღონისძიება 27 აპრილს გაიმართა და ატარებდა ღრმა საგანმანათლებლო შინაარსს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარები გაეცნენ იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ უნიკალურ სამყაროს და გააცოცხლეს თითოეული ასობგერა. თითოეულმა ასომ ახალი სიცოცხლე შეიძინა ბავშვების მიერ წარმოდგენილი ნიმუშებით, საინტერესო ანდაზებითა და მხიარული ენისგასატეხებით.
სკოლის სივრცე სავსე იყო ქართული სიტყვის სიყვარულით, შემოქმედებითობითა და სითბოთი. ბავშვებმა კიდევ ერთხელ დაგვანახეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დედაენა - იგი ხომ ჩვენი იდენტობის, კულტურისა და ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
„დღეს არა მხოლოდ ვზეიმობდით ქართულ ანბანს, არამედ ვზრდიდით მისადმი სიყვარულსა და პატივისცემას პატარა გულებში გავაცილეთ ანბანი, მაგრამ მუდამ გულში დარჩა თითოეული ასობგერა და მასზე დასწავლილი ქართული სიტყვა, სული და გული
მადლობა ჩემს საყვარელ Iბ -IIIგ კლასის მოსწავლეებს აქტიურობისა და ქართული ენის სიყვარულისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა