სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ მე-8 კლასელები რეზო ინანიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო კვირეულს შეუერთდნენ 
29-04-2026
-
+


სკოლა „ანაბასისის“ მე-8 კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ რეზო ინანიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო კვირეულში, რომელიც გივი ჯაოშვილის სახელობის ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა.

მოსწავლეებმა შთამბეჭდავად წარადგინეს მწერლის ერთ-ერთი გამორჩეული მოთხრობა - „ლამაზი ცრემლები“ და კიდევ ერთხელ გააცოცხლეს რეზო ინანიშვილის სულიერი სამყარო, მისი შემოქმედების სიღრმე და ადამიანური სითბო.

პრეზენტაციისას ისინი შეეხნენ მწერლის ბიოგრაფიასაც - მის განსაკუთრებულ სიყვარულს ბუნებისა და ადამიანის მიმართ, იმ ფასეულობებს, რომლებიც მთელი მისი შემოქმედების საფუძველს წარმოადგენდა. წარმოდგენილმა ნაწყვეტმა მოთხრობიდან - „ლამაზი ცრემლები“ კიდევ უფრო მძაფრად წარმოაჩინა ინანიშვილის ჰუმანური ხმა:

„ადამიანები... როგორ მაქვს გულში ბოღჩასავით გამოკრული. იმედი, რომ რაღაც ფასეულს დავუტოვებ ჩემი წასვლის შემდეგ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, მის მარად მრთოლავ მომავალს...“

„რეზო ინანიშვილის ბიოგრაფიისა და შემოქმედების გაცნობა მოსწავლეებისთვის მხოლოდ ლიტერატურული ცოდნის გაღრმავება არ არის - ეს არის გზა ადამიანურობის, ემპათიისა და ბუნებასთან და ადამიანებთან სიყვარულის უკეთ გასაგებად. მისი ნაწარმოებები ბავშვებს ასწავლის, როგორ დაინახონ სილამაზე უბრალო დეტალებში და როგორ შეიგრძნონ სიკეთე ყოველდღიურ ცხოვრებაში“, - აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ეს დღე სავსე იყო ემოციით, გულწრფელობითა და სიყვარულით - იმ განცდებით, რომლებსაც რეზო ინანიშვილის შემოქმედება ყოველთვის აღვიძებს მკითხველში.

მოსწავლეებისათვის საინტერესო ლიტერატურული კომპოზიცია შექმნა და მოსწავლეები მოამზადა  ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა თამარ სვანიძემ.

სკოლაში მადლობას უხდიან გივი ჯაოშვილის სახელობის ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს საინტერესო იდეის მიწოდებისათვის, ასევე პედაგოგს და მოსწავლეებს გაწეული შრომისათვის და წარმატებებს უსურვებენ მათ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება