სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ძველი აბაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწირულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
29-04-2026
-
+


კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი აბაშის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.

​9 აპრილი მხოლოდ ტკივილი არ არის - ეს არის ქართველი ერის გაუტეხელი სულისკვეთებისა და თავისუფლების დღე. სწორედ ამ ღირებულებების გარშემო გაერთიანდა ძველი აბაშის საჯარო სკოლა.

სკოლის მოსწავლეებმა მემორიალთან სანთლები დაანთეს და ყვავილებით შეამკეს. ხეებზე დატოვებული ლექსები და ბარათები მათი გულწრფელი პატივისცემის დასტურია. მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა, ხელჩაკიდებულებმა, შეკრეს ცოცხალი ხიდი წარსულსა და მომავალს შორის - წუთიერი დუმილითა და ლექსებით კიდევ ერთხელ გაახმიანეს გმირების უკვდავი სახელი.

„​ამ ახალგაზრდულმა ენთუზიაზმმა გააძლიერა ძველ აბაშაში უკვე 7 წლის წინ დამკვიდრებული ტრადიცია: დღესაც, გამთენიისას, 04:00 საათზე, ჩვენ კვლავ მემორიალთან შევიკრიბეთ. ჩვენი დგომით პატივი მივაგეთ 37 წლის წინანდელ თავგანწირვას. ​სანამ თაობებს შორის ეს კავშირი არსებობს, ჩვენი ეროვნული სულისკვეთება და დამოუკიდებლობა ურყევია!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება