| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ II ნამიკოლაოს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები მარტვილის მუნიციპალიტეტში გამართულ სასკოლო თეატრალურ ფესტივალს - „თეატრალური მარტვილი 2026“ აქტიურად შეუერთდნენ.
მე-9 კლასის მოსწავლეებმა თეატრალურ ფესტივალზე წარადდგინეს ეპიზოდები ნოდარ დუმბაძის - „მე ბებია ილიკო და ილარიონიდან“
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მე-9 კლასელთა დებიუტი დიდ სცენაზე წარმატებით შედგა. მათ შეძლეს გააცოცხლებინათ ნ. დუმბაძის უკვდავი პერსონაჟები. მოსწავლეებმა ბავშვური გულუბრყვილობით გადმოსცეს ის ხალასი იუმორი, სითბო და სიყვარული, რითაც გამოირჩევიან ნ.დუმბაძის გმირები.
„II ნამიკოლაოს საჯარო სკოლა მადლობას უხდის თეატრალური ფესტივალის - „თეატრალური მარტვილი 2026"-ს ორგანიზატორებს! ჟიურის, სკოლის მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს! წარმატებები ყოფილიყოს ჩვენი სკოლის თანამდევი!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა