სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედამიწის დღე ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 სკოლაში - პატარა ნაბიჯები დიდი მომავლისკენ
29-04-2026
-
+


22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული და შთამბეჭდავი აქტივობები გაიმართა.

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთვნენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებითობა და გარემოსადმი სიყვარული საინტერესო ნამუშევრებით გამოხატეს.

სკოლის სივრცე ნამდვილ გამოფენად გადაიქცა - კედლები გაფორმდა მოსწავლეთა ფერადი ნახატებით, რომლებზეც ასახული იყო სუფთა გარემო, მწვანე ბუნება და ჩვენი პლანეტის დაცვის იდეები. თითოეულმა ნამუშევარმა პატარა ხელოვანთა გულწრფელი გზავნილი გააჟღერა: „დავიცვათ დედამიწა!“ განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მოსწავლეთა მიერ შექმნილმა მაკეტებმა.

პატარა ხელებით შექმნილი სამყაროები - ტყეები, მდინარეები, სოფლის ეზოები და ზღვის ეკოსისტემები - ნათლად წარმოაჩენდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრება. გამოყენებული იყო ეკომეგობრული და გადამუშავებადი მასალები, რაც კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობას. მოსწავლეებმა არა მხოლოდ შექმნეს ლამაზი ნამუშევრები, არამედ გაიაზრეს, რომ დედამიწის დაცვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.

საგანგებოდ აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა სკოლის ეზოს დასუფთავებაც მოაწყვეს.

„პატარა ხელებით, დიდი გულითა და პასუხისმგებლობით აღჭურვილმა ბავშვებმა მოაწესრიგეს გარემო, შეაგროვეს ნარჩენები და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ბუნებაზე ზრუნვა სიტყვებით კი არა, ქმედებებით იწყება. მათი გულწრფელი მონდომება და სიხარული თითოეულ მოძრაობაში იგრძნობოდა - თითქოს თითოეულმა მათგანმა პატარა წვლილი შეიტანა დიდი საქმის კეთებაში. ამ აქტივობამ ბავშვებს არა მხოლოდ სისუფთავის მნიშვნელობა ასწავლა, არამედ ერთობის, შრომის სიყვარულისა და გარემოს პატივისცემის ფასეულობაც გააღვივა“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ასეთი აქტივობები ხელს უწყობს ბავშვებში ეკოლოგიური ცნობიერების ჩამოყალიბებას და მათში პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივებას.

„სკოლის მიერ განხორციელებული ეს ინიციატივა კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება პატარა ნაბიჯებით დიდი ცვლილებების დაწყება. ჩვენი მოსწავლეები დღეს უკვე ფიქრობენ ხვალინდელ დედამიწაზე - უფრო სუფთა, უფრო მწვანე და უფრო უსაფრთხო პლანეტაზე“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება