სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებს ქართველოლოგმა და ცნობილმა კალიგრაფმა ლექცია ჩაუტარა
04-05-2026
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის IVდ კლასში სახელმწიფო ენის კვირეულის ფარგლებში, საინტერესო ლექცია ჩატარდა.

​სტუმრად მიწვეულმა ქართველოლოგმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა და ცნობილმა კალიგრაფმა, ფიქრია ჭაბუკიანმა მოსწავლეებს ქართული ანბანის ისტორიისა და განვითარების ეტაპების შესახებ საინტერესო ლექცია ჩაუტარა. ბავშვებმა დაათვალიერეს უძველესი ხელნაწერების ნიმუშები და გაიღრმავეს ცოდნა ქართული დამწერლობის წარმომავლობისა და განვითარების შესახებ.

​გაკვეთილის პრაქტიკულ ნაწილში მოსწავლეები კალიგრაფიის სამყაროს ეზიარნენ, გაიაზრეს კალიგრამის არსი და თავადაც შექმნეს ნამუშევრები.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა შემეცნებითი ვიქტორინა, სადაც გუნდები ერთმანეთს სისხარტესა და ცოდნაში შეეჯიბრნენ.

​აღსანიშნავია, რომ ყველა მონაწილეს სამახსოვროდ გადაეცა ქალბატონი ფიქრიას მიერ კალიგრაფიულად შესრულებული საკუთარი სახელები.

„IVდ კლასში ემოციებით სავსე შეხვედრა შედგა, მადლობას ვუხდით ძვირფას სტუმარს მობრძანებისა და საინტერესო, პროდუქტიული დღისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება