| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში IIIა კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებელის თამარ მიქაძის ინიციტივითა და ორგანიზებით, შემეცნებითი და სოციალური აქტივობა განახორციელეს.
მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატები და ფლაერები თემაზე – „არა ბარბარიზმებს!“, რომლის მიზანიც ქართული ენის სისუფთავის დაცვასა და სწორი მეტყველების პოპულარიზაციაზე ცნობიერების ამაღლება იყო.
აქტივობის ფარგლებში მოსწავლეები ადგილობრივ მოსახლეობას დაურიგეს საინფორმაციო ფლაერები. მათ გარშემო მყოფ ადამიანებს გაუზიარეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი ქართული მეტყველება და როგორ უნდა ავირიდოთ ბარბარიზმები.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობის, მოქალაქეობრივი ცნობიერებისა და მშობლიური ენისადმი სიყვარულის გაღრმავებას.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა