| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლა დედაენის დღე კოლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივმა ჯგუფმა შთამბეჭდავი და საინტერესო კვირეულით აღნიშნა.
აქტივობის ფარგლებში გამართულმა სასკოლო კონფერენციამ, ქართული ენა - ლიტერატურული მემკვიდრეობის სათავე, კიდევ ერთხელ დაგვანახა ჩვენი ენის სიდიადე და მისი გადამწყვეტი როლი ეროვნული ლიტერატურის ფორმირებაში.
კონფერენციის ორგანიზატორები და სულისჩამდგმელები იყვნენ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები: მაია დვალი, ლალი კაშია და მადონა ჭელიძე.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ მე-11 (ა, ბ, გ) კლასის მოსწავლეები. მათ მიერ წარმოდგენილი ნაშრომები სიღრმისეულად ეხებოდა ენისა და ლიტერატურის განუყოფელ კავშირს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქართული მწერლობის გამორჩეული წარმომადგენლების, ილია ჭავჭავაძისა და ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებაზე.
ახალგაზრდა მკვლევრებმა ინტერესითა და შთაგონებით იმოგზაურეს კლასიკური ლიტერატურის სამყაროში. მათ შეძლეს ოსტატურად წარმოეჩინათ მწერალთა მიერ ენის გამოყენების თავისებურებები, პერსონაჟთა ფსიქოლოგიური პორტრეტები და ის სოციალური თუ მორალური დილემები, რომლებიც დღესაც აქტუალურია.
კონფერენცია შედეგიანი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მოსწავლეებმა გამოავლინეს ტექსტის ღრმა გააზრებისა და კრიტიკული შეფასების უნარები. მონაწილეებმა თავდაჯერებულად წარმოაჩინეს საკუთარი პოზიციები და აუდიტორიას დასაბუთებული, სიღრმისეული მსჯელობა გაუზიარეს.
ეს დღე ნათელი მაგალითი იყო იმისა, რომ ჩვენს სკოლაში იზრდება თაობა, რომლისთვისაც დედაენა უმთავრესი ღირებულებაა, ხოლო ლიტერატურული მემკვიდრეობა - შემოქმედებითი შთაგონების წყარო.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა