სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში პირველკლასელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 
29-04-2026
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიაში პირველკლასელთა რეგისტრაცია დაწყებულია. 

ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულება მომავალ მოსწავლეებს სთავაზობს სრულყოფილ, უსაფრთხო და მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.სკოლა უზრუნველყოფს სუფთა და კეთილმოწყობილ სივრცეს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა როგორც უსაფრთხოებას, ისე შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

სასწავლო პროცესს წარმართავენ კვალიფიციური პედაგოგები, რომლებიც თანამედროვე მეთოდებით ზრუნავენ თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ წინსვლაზე. სასწავლო პროგრამასთან ერთად, სკოლაში ფუნქციონირებს სხვადასხვა ტიპის წრეები რაც მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ინტერესები და ნიჭი გამოავლინონ. დამატებით, ხელმისაწვდომია გახანგრძლივებული სწავლების სერვისი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლებისთვის. სკოლა ასევე უზრუნველყოფს ერთჯერად კვებასა და მოსწავლეთა ტრანსპორტირებას.

სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილია:

  • უსაფრთხო, შემეცნებითი, შემოქმედებითი და სუფთა გარემო;
  • კვალიფიციური პედაგოგები;
  • მუსიკალური, სპორტული და შემოქმედებითი წრეები;
  • გახანგრძლივებული სწავლება;
  • ერთჯერადი კვება;
  • ტრანსპორტირება.
  • უფასო სწავლება,                                                                                                     
  • სკოლა-გიმნაზიაში მოქმედებს მოსწავლის სასკოლო ფორმა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება