| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშის საჯარო სკოლაში აღინიშნა 9 და 14 აპრილი - თაირიღები, რომლებიც ქართველი ერის თავისუფლებისთვის ბრძოლასა და სახელმწიფო ენის მნიშვნელობას გვახსენებს.
კუშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას, მოამზადეს პლაკატები და წაიკითხეს თემატური ლექსები. მოსწავლეებმა მოიძიეს დეტალური ინფორმაცია 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენების შესახებ ისაუბრეს.
14 აპრილს გამართული ღონისძიება კი მიეძღვნა დედაენის დღეს, მოსწავლეებმა შექმნეს და წარადგინეს ხელნაკეთი თემატური ნამუშევრები. ასევე წაიკითხეს ლექსები, ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე, ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და დამწერლობის უნიკალურობაზე. გააცნობიერეს სახელმწიფო ენის მნიშვნელობა ერის იდენტობის შენარჩუნებაში.
იხილეთ ფოოტები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა